
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელი დიპლომატი ქართველმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილმა გააცილა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ანალენა ბერბოკს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. გერმანელმა დიპლომატმა შეხვედრა გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სტუდენტებთან.
ანალენა ბერბოკი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პირველმა დიპლომატმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
თაგები:
ანალენა ბერბოკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს