თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კოტე ზარნაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს მიმართა, რომ შუღლს აღვივებენ საზოგადოებაში, რათა მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება.
“გუშინ მოვდიოდი, გვერდით ამომიდგა ორი მანქანა, სადაც ისხდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტივისტები, რომლებმაც დაიწყეს ჩემი მიმართულებით სალანძღავი სიტყვების ძახილი. ჩემს მანქანაში ჩემი მეგობარი რომ მჯდარიყო იქ, რომელიც საერთოდ არ არის ჩახედული პოლიტიკურ ცხოვრებაში, გადახტებოდა და დაამტვრევდა კბილებს და ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება და ამისკენ მიდიხართ. შუა თითი ვაჩვენე კი არა, მაგინეს, მლანძღეს და სტიკერები დამაკრეს-მეთქი. თქვენი ცინგლიანი ბავშვებით ცეცხლს ეთამაშებით მეთქი და არავინ არ აპირებს არაფრის დათმობას და ცოტა ჭკუას მოუხმონ თქვენმა ცინგლიანმა ბავშვებმა”, – მიმართა კოტე ზარნაძემ ენმ-ის დეპუტატებს.
კოტე ზარნაძის შემდეგ, განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ გააკეთა და 2020 წლის არჩევნები გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, გლდანის რაიონში ხდებოდა მოსახლეობის დაშინება და მოსყიდვა.
ეძგვერაძის განცხადებას კონსტანტინე ზარნაძის პროტესტი მოჰყვა, რაც ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის გამოც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ მოხერხდა.
თაგები:
თბილისის საკრებულო




