
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულოში ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ზვიად კუპრავა და “ქართული ოცნების” დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე დაუპირისპირდნენ.
მმართველი პარტიის დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე ჩართო ვიდეო და ამტკიცებდა, რომ ზვიად კუპრავამ საარჩევნო უბანზე ქალებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
კიდევ ერთი დაპირისპირება ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით მოხდა.
ერთმანეთს ფიზიკურად გლდანის მაჟორიტარი, “ქართული ოცნების” დეპუტატი კოტე ზარნაძე და ენმ-ს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კოტე ზარნაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია ვაკის პარკის ტრაგედიით მანიპულირებაში დაადანაშაულა.
თაგები:
თბილისის საკრებულო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს