Logo

თბილისის საკრებულოში სხდომა ხმაურის და კამათის ფონზე მიმდინარეობს

პოლიტიკა
1394
Frontnews image description

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება.  პროექტების თანახმად, თბილისის სხვადასხვა უბანში მაღალსართულიანი შენობების აშენება იგეგმება. 

 

სხდომის დაწყებისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განმარტებები მოსთხოვა საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს თუ რატომ არ უშვებენ საკრებულოში იმ მოქალაქეებს, რომლებზეც საშვებია დაშვებული იმ მიზნით, რომ სხდომის განხილვას დაესწრონ.

 

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის წევრებს განუმარტა, რომ გუშინ, როდესაც თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით კომისიის სხდომა მიმდინარეობდა, დამსწრეთა ნაწილმა საკუთარი პოზიცია კონსტრუქციულად გამოთქვა, თუმცა ამავე დროს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უცენზურო სიტყვებით გამოხატეს პოზიცია. შესაბამისად, ტყემალაძის თქმით, იმ ადამიანების ქმედება, რომლებიც დღეს საკრებულოს შენობაში შესვლას აპირებენ, შოუს დადგმის მცდელობას ემსახურება.

 

“რომ გადახედოთ სოციალურ ქსელს და მე მგონი ეს თქვენ არ გაგიჭირდებათ, და, ასევე, იმ გამონათქვამებს, რა გამონათქვამებითაც ეს ადამიანები აპირებენ შენობაში შემოსვლას და აქვთ სურვილი დასწრების, თქვენ ნამდვილად იცით, რომ ეს არ არის განხილვაში მონაწილეობა და ეს არის აქ გარკვეული შოუს დადგმის მცდელობა. დღესაც ესწრებიან აქ ადამიანები, რომელთაც გამოთქვეს სურვილი დასწრების და არავის პრობლემა არ შეჰქმნია, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, ვინც გამოირჩევა ამგვარი ქმედებებით”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

დღეს განსახილველ პროექტებს შორისაა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 52-სართულიანი კომპლექსების აშენება, ალექსიძის ქუჩაზე King David-ის გვერდით 40-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენი და ასევე, დიდ დიღომში ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები