თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანოს არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც.
პროცესზე სიტყვით ისარგებლებენ ბრალდებულებიც. სხდომას ესწრებიან დაკავებულების ოჯახის წევრები და მსახიობები.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
მათ წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.
თაგები:
ანდრო ჭიჭინაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა