თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის პროცესი მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის საქმეზე პირველი არსებითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
მათ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ახალ მტკიცებულებას – სამედიცინო დასკვნას წარმოადგენს. ასევე, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
თაგები:
ზვიად ცეცხლაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა