თბილისში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, გოგონები კარგად არიან და ახლა ისინი საპატრულო პოლიციასთან არიან.
შსს-ში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ბავშვების პოვნა დასტურდება.
ბავშვებს 14 აპრილის 14:00 საათიდან ეძებდნენ.
სად და რა ვითარებაში იპოვეს მოზარდები, ამ ეტაპზე უცნობია.
თაგები:
მოზარდები




