თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ერთი პოლიციელია


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ერთი პოლიციელია.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ახალგაზრდის ჩხუბის დროს ერთ-ერთი გულმკერდის არეში დაჭრეს, სავარაუდო დამნაშავემ კი ცივი იარაღით ჭრილობა ქვედა კიდურის არეში ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც მიაყენა.
დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, საპატრულო პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე არ არის.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება.
თაგები:
დაჭრა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს