Logo

თბილისში საპროტესტო მსვლელობები გრძელდება

Frontnews image description

თბილისში საპროტესტო მსვლელობები გრძელდება.

დიზაინერების, მარკეტერების და  შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები მსვლელობით სპორტის სასახლიდან პარლამენტისკენ მიდიან.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია –  დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ დაკავებული აქტივისტები და დაჩქარდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებები.

აქტივისტებს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, ბანერები.

მსვლელობა რუსთაველზე, პარლამენტის წინ დასრულდება.

თაგები:

მსვლელობა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები