Logo

თბილისში საპროტესტო მსვლელობები გრძელდება

საზოგადოება
1816
Frontnews
თბილისში საპროტესტო მსვლელობები გრძელდება

დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობები გრძელდება.

რესპუბლიკის მოედნიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მიემართებიან.

მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქტივისტები სკანდირებენ – “ყველგან პოლიციაა,  არსად სამართალი”.

პარალელურად, ფილარმონიის წინ მოქალაქეებმა პერფორმანსი მოაწყვეს და ევროპულ საქართველოს ვარსკვლავი გაუხსნეს.

დღის ბოლოს საპროტესტო აქცია რუსთაველზე, პარლამენტის წინ დასრულდება.

თაგები:

აქცია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები