თბილისში ტაქსის მძღოლების აქცია იმართება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში ტაქსის მძღოლების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. ათასზე მეტი მანქანა რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის აეროპორტისკენ გადაინაცვლებს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამ ფორმით თბილისის მერიას და ტაქსის კომპანიას ტარიფების დარეგულირებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ.
ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე სხვადასხვა ტაქსის კომპანიის მძღოლები იკრიბებიან.
“ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. რა პრობლემაც გვქონდა არ გამოსწორებულა და უფრო და უფრო უარესდება ჩვენი სამუშაო პირობები.
სახელმწიფომ გვიშუამდგომლოს და “ბოლტის” ადმინისტრაციას შეგვახვედროს, გაითვალისწინოს მოთხოვნები”, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს