Logo

The Telegraph - ტრამპმა შესაძლოა, უკრაინაში კიდევ ერთი ომი დაიწყოს

უკრაინა
183
Frontnews image description

აშშ-ის მცდელობებმა, დააჩქაროს რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უნებლიეთ შექმნას პირობები კონფლიქტის ახალი ესკალაციისთვის, - ამის შესახებ The Telegraph წერს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე გაგზავნა. შეხვედრების გამოცხადებული მიზანია მოსკოვსა და კიევს შორის "ნებისმიერი შეთანხმების“ მიღწევა.

დისკუსიები ტერიტორიულ საკითხზეა ფოკუსირებული - დონეცკის რეგიონის იმ ნაწილის სტატუსზე, რომლის დაკავებაც რუსეთის არმიამ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვერ შეძლო.

გამოცემის ცნობით, დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში იმის მოპოვებას ცდილობს, რაც ბრძოლის ველზე ვერ მოიპოვა.

"მაგრამ ეს პუტინისთვის მაინც საკმარისი არ არის. ის არა მხოლოდ იმის შენარჩუნებას ცდილობს, რაც ახლა აქვს, არამედ კიდევ უფრო მეტის მოპოვებასაც“, - აღნიშნავს გამოცემა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობა შესაძლოა, ახალი სამხედრო კამპანიის საფუძველი გახდეს.

დონეცკის რეგიონის ტერიტორიები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კრამატორსკის და სლოვიანსკის რაიონებში მყარი თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გამო.

ამ პოზიციების კრემლისთვის გადაცემამ შესაძლოა, რუსეთის სამხედრო ძალებს საშუალება მისცეს, გააძლიეროს თავისი ძალები და დაგეგმოს ახალი შეჭრა.

თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტრამპი და უიტკოფი სრულად არ ითვალისწინებენ მოსკოვის გრძელვადიან მიზნებს. თუ უკრაინული მხარე დათმობებზე დათანხმდება, ეს რუსეთს ომის შემდეგი ფაზისთვის მომზადების შესაძლებლობას მისცემს.

მეორე ვარიანტი - ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნება მოითხოვს კრემლზე ზეწოლას, მათ შორის იარაღის მიწოდებისა და ეკონომიკური სანქციების გზით, რათა შეიზღუდოს მოსკოვის ამბიციები და თავიდან იქნეს აცილებული განმეორებითი შეტევა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები