Logo

თეა წულუკიანი – არ მგონია, რაიმე ახალი ცვლილება იგეგმებოდეს

პოლიტიკა
09.02.2022 / 23:43
Frontnews image description

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებზე ინფორმაციას არ ფლობს.

 

“ყველამ ვიხილეთ, რა საკადრო ცვლილებებიც იყო მთავრობაში. დამატებით ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ არ მგონია, რაიმე ახალი ცვლილება იგეგმებოდეს. თუ კი ეს არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა, პირველი სიტყვა ამ დროს ეკუთვნის მმართველ პარტიას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ამასთან, მან ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

“ნათია თურნავა იყო ნამდვილად ძალიან წარმატებული ქალი მინისტრი და, რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ამავე სფეროში მომავალშიც იტყვის თავის სიტყვას და იქნება ისეთივე აქტიური, როგორიც დღემდე იყო.

 

ჩვენ ასევე გვიხარია, რომ ლევან დავითაშვილი შეინარჩუნებს მთავრობაში თავის პოზიციას. ვფიქრობ, რომ ბატონი ლევანი მას შემდეგ, რაც სამთავრობო გუნდს შემოუერთდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაბინეტის წევრი, როგორც თავისი მოკრძალებით, ასევე მაღალკვალიფიციურობით და პროფესიონალიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ეკონომიკის სამინისტროში ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს ხდებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ახალ მინისტრს, სოფლის მეურნეობის სისტემის მართვისას ასევე წარმატებებს ვუსურვებ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები