თეა წულუკიანი – ძალიან მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ და ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ რეჟიმს

ავტორი
Front News საქართველო
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან “ქართული ოცნების” გამოსვლას მიესალმება.
“ძალიან მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ და ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ რეჟიმს. კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. ამას სხვაგვარად ამბობდა შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლიდანაც ჩვენ გამოვედით და მე ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი




