
ავტორი
Front News საქართველო
თელ-ავივი-პარიზის რეისზე ქართველმა ექიმმა სალომე ბარბაქაძემ მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა.
თვითმხილველის თქმით, თვითმფრინავში ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და მას დახმარება ქართველმა ექიმმა აღმოუჩინა.
“თელ-ავივი პარიზის რეისზე, შუა მგზავრობაში მგზავრი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ბორტზე ერთადერთი ექიმი აღმოჩნდა სალომე ბარბაქაძე, რა დროსაც მან მყისიერად აღმოუჩინა ის დახმარება, რამაც მგზავრს სიცოცხლე აჩუქა. დიდი აპლოდისმენტებით გამოგვაცილეს ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა და მგზავრებმა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო და ავიაკომპანია, ისრაელში დაბრუნების შემდეგ დააჯილდოებს მას მადლობის სიგელით”, – წერს თვითმხილველი.
თაგები:
ექიმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს