თემურ მღებრიშვილი – პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომელიც გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო


ავტორი
Front News საქართველო
23 თებერვლიდან გადასული ვართ საგანგებო, გაძლიერებულ რეჟიმზე. ადგილზე მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრიორიტეტია, ის ლოკაციები, რომელიც გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო.
“23 თებერვლიდან გადასული ვართ საგანგებო, გაძლიერებულ რეჟიმზე, როგორც გურიაში, ასევე იმერეთსა და აჭარაში სრულად არის მობილიზებული სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშაობის პროცესი.
გუშინ საგანგებო თათბირი ჩატარდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომელიც გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო.
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობასთან კონტაქტი ბურანების საშუალებით. ადგილზე მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო. ასე ჯგუფებად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, გადაადგილებას, საკვების მიწოდებას.
ამ დროისთვის, აქტიურად გრძელდება სოფლებში გადაადგილება და გუშინ გაწერილ გეგმას მივყვებით”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საქართველოში რამდენიმე დღეა, დიდთოვლობას ებრძვიან, განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, იმერეთსა და აჭარაში.
თაგები:
თემურ მღებრიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს