თემურ ქათამაძეს სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმელ მედროშეს თემურ ქათამაძეს სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სააპელაციო სასამართლომდე 18 მარტს საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 2025 წლის 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.
თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.
თაგები:
თემურ ქათამაძე