
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სადაც დოკუმენტში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ.
როგორც შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს პირველ რიგში. აგენტურა კი ომში გვექაჩებოდა“.
“კარგი, საქართველო ვთქვათ არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს პირველ რიგში. აგენტურა კი ომში გვექაჩებოდა“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს