
ავტორი
Front News საქართველო
ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
“მდგომარეობა ნადვილად გაუარესებულია, რაც გამოიხატება წონაში მეტად კლებით, კუნთების მასის კიდევ მეტად შემცირებით. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ, გაზომვის მონაცემები აღვწეროთ. ამჟამად ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. პაციენტს დეტალურად ვსინჯავთ და გასინჯვის მონაცემებით ვამბობთ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. მას აქვს გულისრევა, ზოგიერთ საჭმელს ვერ იტანს, ზოგიერთს იღებს, იმასაც დაბალი დოზით და იმაზეც გულისრევა აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც საკვებს იღებს, თორემ ამდენ ხანს ვერ იცოცხლებს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.
თაგები:
თენგიზ წულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს