თეონა ცხომელიძე – მივდივარ “რუსთავი 2”-დან, არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ “რუსთავი 2” დატოვა. ამის შესახებ ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“როცა ამ პროფესიაში ხარ, მართალი უნდა იყო სამთან: მაყურებელთან, შენს რესპონდენტებთან და საკუთარ თავთან. დანარჩენი – მეგობრობა, პირადი ურთერთობები, პოლიტიკოსები (როცა ისინი რესპონდენტები არ არიან) მენეჯმენტიც კი ან უმუშევრად დარჩენით გამოწვეული პრობლემები მეორეხარისხოვანია.
მივდივარ “რუსთავი 2”-დან, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე.
არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია. 17 წელი ცოტა არაა პროფესიაში, კარგად რომ გაარჩიო სწორი და არასწორი.
მივდივარ სახლში, წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს და მადლობა ყველას, ვინც აქამდე მომცა შესაძლებლობა როგორც წამყვანს, რეპორტიორსა და პროდიუსერს ისე გამეკეთებინა ჩემი საქმე, როგორც სწორად მიმაჩნდა – მომეყოლა ყველაფერი და ზუსტად ისე როგორც იყო”, – წერს ცხომელიძე სოციალურ ქსელში.
“რუსთავი 2” ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა გურამ როგავამაც დატოვა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fteona.tskhomelidze.3%2Fposts%2F10219734696541913&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”750″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა