თერჯოლაში დედაენის დღე აღნიშნეს


ავტორი
Front News საქართველო
14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, თერჯოლის საჯარო ბიბლიოთეკაში თემატური ღონისძიება ჩატარდა. ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია “ენა დედაა ერისა” ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველის მონაწილეობით გაიმართა.
დედაენის დღეს მიუძღვნეს ასევე, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები, რომელიც სკოლის საგამოფენო სივრცეში დღეს წარდგა დამთვალიერებლის წინაშე. ნორჩმა მხატვრებმა ქართული ენის დიდოსტატთა პორტრეტები და მათი ცნობილი ციტატები აქციეს საინტერესო და საგულისხმო შედევრებად.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო.
მანუჩარ რობაქიძემ ქართული ენის დღე მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და ანბანის ისტორიის და უნიკალურობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის ქართული ენის დაცვას, პატივისცემას და გაფრთხილებას.
ღონისძიების მონაწილეებს დედაენის დღე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ბარათაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან შეყრილაძემ.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს