თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, უკლებების უბანში საავტომობილო გზაზე ბეტონის დაგების სამუშაოები დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, უკლებების უბანში საავტომობილო გზაზე ბეტონის დაგების სამუშაოები დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის მოადგილეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 210527 ლარია. გზის კეთილმოწყობაზე პასუხისმგებელი კი შპს “ჯეო როუდ ინვესტია“.
პროექტი გარდამავალია ,გზის რეაბილიტაციის დასრულება, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2026 წელს არის დაგეგმილი.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს