
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სეფარეთში გაზიფიცირების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მთლიანად იქნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ, მერის მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან, ასევე ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარ დეპუტატთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან და შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” თერჯოლის სერვის ცენტრის საექსპლუატაციო სამსახურის უფროსთან მურად ლილუაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
“სეფარეთი იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი ბოლო სოფელი. ამ ეტაპზე დასრულებულია გაზსადენი მაგისტრალისა და გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს ოჯახების ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რომლის დასრულების შემდეგ 50-მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს და მუნიციპალიტეტი სრულად იქნება გაზიფიცირებული“, – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, სოფელ სეფარეთის გაზიფიცირება ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხი იყო, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს