თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს ამბულატორიაში თვალის უფასო აქცია ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
16 აპრილს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს ამბულატორიაში თვალის უფასო აქცია ჩატარდა.
საზანოს და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პენსიონერებს და მოქალაქეებს სხვადასხვა სახის გამოკვლევა ქუთაისის ადეიშვილის კლინიკის ოფთალმოლოგებმა და ენდოკრინოლოგებმა ჩაუტარეს.
სოციალური აქცია მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და მერიის სოციალური სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში უკვე მეორედ გაიმართა და შემდგომშიც გაგრძელდება პერმანენტულად სხვა სოფლებში.
სოციალური აქციის მიზანია მოქალაქეებზე ზრუნვა და თანადგომა.
დღევანდელ სოციალურ აქციას თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებიც ადევნებდნენ თვალყურს.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს