თერჯოლის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 100-მდე მარტოხელა მოხუცს სააღდგომო ამანათები გადაეცა


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 70 წელს გადაცილებულ 100-მდე მარტოხელა მოხუცს სააღდგომო ამანათები გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილთან ერთად, რამდენიმე ბენეფიციარს პირადად ესტუმრა, დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ამანათები გადასცა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ხანდაზმულ მოქალაქეებზე ზრუნვა და მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
თაგები:
თერჯოლა