თიბისი x ქართული რაგბი – 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები 6 ერის ფესტივალისთვის დაირაზმა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) გარდა, წელს ესპანეთის 18 წლამდე ნაკრებიც ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების საფესტივალო მატჩების კალენდარი ასეთია:
10 აპრილი – საქართველო Vs იტალია
14 აპრილი – საქართველო Vs უელსი
18 აპრილი – საქართველო Vs ირლანდია
ზურა ამონაშვილის გაწვრთნილი გუნდი საფრანგეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
ნიკოლოზ ბალანჩივაძე, გაბრიელ რაზმაძე, ალექსანდრე გამყრელიძე, ლუკა წიკლაური, გიორგი ბერძენიშვილი, დავით ხურციძე, ანდრია ბილანიშვილი, იოსებ ღვინჯილია, დავით ბარამია, ნიკოლოზ ჩხორთოლია, შოთა გვრიტიშვილი, მათე ბერუაშვილი, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, გოგა უშვერიძე, გიორგი ხონელიძე, ლევან ბუცხრიკიძე, გიორგი გაბუნია, დათა ახვლედიანი, დემეტრე დევდარიანი, გიორგი კეკელია, ლუკა ტაბატაძე, ავთანდილ ზვიადაძე, ივა კვირიაშვილი, დავით არობელიძე, ლუკა ჭკადუა.
თიბისი აგრძელებს ქართული რაგბისა და ახალი თაობის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ 6 ერის კარი, პირველად, სწორედ, ახალგაზრდებმა შეაღეს. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართული რაგბის მომავალ თაობას.
#ერთადგავიმარჯვებთ
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს