თინა ხიდაშელი – ევროკავშირისთვის ღირსების და პრინციპის საკითხი გახდა, რომ საქართველო დააბრუნონ დემოკრატიული განვითარების გზაზე


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირისთვის ღირსების და პრინციპის საკითხი გახდა, რომ საქართველო დააბრუნონ დემოკრატიული განვითარების გზაზე და უზრუნველყონ საქართველოს ევროპული მომავალი, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა არის ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას.
“ევროკავშირისთვის ღირსების და პრინციპის საკითხი გახდა, რომ საქართველო დააბრუნონ დემოკრატიული განვითარების გზაზე და უზრუნველყონ საქართველოს ევროპული მომავალი, ამის ყველაზე კარგი დასტური არის ხოლმე სწორედ ის, როდესაც არ ჩერდება მაღალი რანგის დელეგაციები ქვეყანაში.
ჩვენ ვნახეთ ფოტოს გადაღების დროს როგორ უვლიდნენ, ხელსაც კი არ ართმევდნენ, გამარჯობაც კი არ უთქვამთ კობახიძისთვის, მაგრამ შარლ მიშელი მაინც შეხვდა ირაკლი კობახიძეს, კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად, რომ თუ რამე რესურსი არსებობს, იქნებ, გააგებინონ ამ ქვეყანას და ამ ხელისუფლებას, რომ ახლა არის ის ისტორიული შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ევროკავშირის დელეგაციის წევრები ხვალ ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავენ.
თაგები:
თინა ხიდაშელი

“საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი, არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა, თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას”

თინა ხიდაშელი – საქართველო არ შეიძლება იყოს აშშ-ის პარტნიორი და იმავდროულად იყოს ჩინეთის და ირანის პარტნიორი

თინა ხიდაშელი – მთელი საქართველო უყურებს, როგორ იბრძვიან დამკვირვებლები მათი ხმებისთვის და ეს აჩენს რწმენას, რომ ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ცვლილებებით