Logo

თინა ხიდაშელი – მაინც ვერ აჩერებენ ქართულ მედიას, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვეულებრივი ცენზურის სამინისტრო შექმნან

პოლიტიკა
1333
Frontnews image description

მაინც ვერ აჩერებენ ქართულ მედიას, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვეულებრივი ცენზურის სამინისტრო შექმნან. ამის გამოცდილება გვაქვს ჩვენ ქვეყანაში, –  ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეეცდებიან, რომ ყველა სიტყვა გააკონტროლონ კანონის რეგულაციაში.

“მაინც ვერ აჩერებენ ქართულ მედიას, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვეულებრივ ცენზურის სამინისტრო შექმნიან. ამის გამოცდილება გვაქვს ჩვენ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. უკვე შეეცდებიან, რომ ყველა სიტყვა გააკონტროლონ სხვადასხვა კანონით და რეგულაციაში.

რამდენ ასეთ სადამსჯელო ღონისძიების ჩატარებასაც გადაწყვეტენ, უფრო გაზრდიან და გააფართოებენ წინააღმდეგობის მოძრაობას. ეგ პრობლემა არ არის, შეუძლიათ, ახალი კანონები წერონ, როგორც წინა კანონი დაიხიეს თავზე, ისე დაიხევენ ამ კანონსაც. 2023-ში ვერ მიიღეს, 2024-ში მიიღეს და ვერ განახორციელეს. ახლა რაღაც ახალს მიიღებენ და ზუსტად იგივე ბედი ელის ამ ახალსაც”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მალე დაინიციირდება “მედიის კანონი”, რომლის მიხედვითაც, დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

Advertisement