თორნიკე რიჟვაძე – მეშვიდე წელია, ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას, დროა სიახლის და მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს


ავტორი
Front News საქართველო
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
“მივიღე გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მეშვიდე წელია, ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა ,სიახლის და მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.
მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობისთვის, მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა, მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს. განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის.
ვრჩები “ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ, არაერთი დიდი გამარჯვება გველოდება წინ“, – წერს რიჟვაძე.
თაგები:
თორნიკე რიჟვაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს