
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს ე.წ.სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე ახალ სანქციებს აღარავინ დაადებს, – ამის შესახებ Front News-ს GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს წელს ამ მხრივ მოქმედების არეალი გაცილებით შეზღუდული აქვს.
“შარშან ჯერ კიდევ შეიძლებოდა რუსეთისათვის სანქციების დადება, ამიტომაც ალბათ, საპასუხო ქმედების შიშით რუსეთს შეკრული ჰქონდა ხელ-ფეხი, ახლა მას ყველანაირი სანქცია დადებული აქვს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებაზე, ანექსიაზე არავინ სანქციებს არ დაადებს. შესაბამისად, ახლა ჩვენ გაცილებით უძლურები ვართ, ვიდრე ვიყავით შარშან და განცხადების კეთების იქეთ აღარაფერი შეგვიძლია. განცხადება, ალბათ, იქნება ჩვენი, რომ ამას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამის იქეთ ვერაფერს ვიზამთ“, – განაცხადა შარაშენიძემ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან მიერთებაზე “რეფერენდუმი” 17 ივლისს ჩაინიშნა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს