Logo

თორნიკე თურმანიძე – უკრაინა ვერ დათანხმდება ვერანაირ დათმობას ყირიმის იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებით და ამაში მას მხარს ევროკავშირი უჭერს

პოლიტიკა
974
Frontnews image description

ყირიმზე საუბარი იქნება, ოღონდ აქ მნიშვნელოვანია საუბარი წავა ყირიმის იურიდიულ სტატუსზე თუ ფაქტობრივზე, – ამის შესახებ “რონდელის ფონდის” უფროსმა მკვლევარმა თორნიკე თურმანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, საუბარი იყოს ყირიმის რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ აღიარებაზე.

“ყირიმზე საუბარი იქნება, ოღონდ აქ მნიშვნელოვანია საუბარი წავა ყირიმის იურიდიულ სტატუსზე თუ ფაქტობრივზე. ფაქტობრივად მოცემულობაა, რომ უკრაინის ეს რეგიონი არის ოკუპირებული და ანექსირებული რუსეთის მიერ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ამას არ ცნობს. მე მაინც არ მგონია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იურიდიულად აღიაროს ყირიმის ტერიტორია, ეს, რა თქმა უნდა, იქნება კატასტროფა, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება. შესაძლოა, საუბარი იყოს ყირიმის რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ აღიარებაზე, რაც ისედაც მოცემულობაა და შესაძლოა, ეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა იყოს, რომ რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული გარღვევა მოახდინოს, თუმცა უკრაინა ვერ დათანხმდება ვერანაირ დათმობას ყირიმის იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებით და ამაში მას მხარს ევროკავშირი უჭერს.

ნატოს საკითხი დგას, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ არც აშშ, არც ევროკავშირი და არც უკრაინა არ დათანხმდეს უკრაინის ნეიტრალიტეტს იმიტომ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო თვალსაზრისით ვეღარ დაეხმარებიან ქვეყანას”, – განაცხადა თორნიკე თურმანიძემ.

23 აპრილს ლონდონში უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებების მთავარი თემა ცეცხლის უპირობო შეწყვეტა იქნება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები