Logo

თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
1154
Frontnews
თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის ციცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 30-ე კილომეტრზე მოხდა. 

 

მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. 

 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები