Logo

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

Frontnews image description

ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა Visa-მ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯი გახსნა, რომელშიც თიბისი კონცეპტის სივრცე მოეწყო. 

საქართველოში ეს არის რიგით მეორე ლაუნჯი, რომელშიც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კომფორტული მგზავრობისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა დახვდებათ- მოსასვენებელი, სამუშაო და კვების ფუნქციური ზონები, მშვიდი და სასიამოვნო გარემო.

"თიბისის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრა და მათზე სწრაფი რეაგირებაა. ჩვენი მომხმარებლებისთვის მგზავრობისას დრო და კომფორტი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თიბისი კონცეპტისა და Visa-ს მხარდაჭერით გახსნილი ბიზნეს ლაუნჯი იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მომხმარებლები ფრენამდე დასვენებას ან მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელებას შეძლებენ“, - გიორგი თხელიძე თიბისის გენერალური დირექტორი

ლაუნჯით სარგებლობა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით უფასოდ შეეძლებათ საქართველოში გაცემული Visa Premium ბარათის მფლობელებს: Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite.

" საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა Visa-ს სტრატეგიული პრიორიტეტია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი ჩვენი პრემიული ბარათის მფლობელების სამოგზაურო გამოცდილებას უფრო მოქნილს, კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. მიხარია, რომ მალე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებსაც შევთავაზებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.

ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სამოგზაურო სივრცის გახსნა თიბისის კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოებს საკუთარ მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება; უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას მაღალი ხარისხის გამოცდილება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.

ამ ეტაპზე, თბილისის გარდა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამოგზაურო ლაუნჯებით სარგებლობის შესაძლებლობა, მსოფლიო მასშტაბით, 1200-ზე მეტ აეროპორტში აქვთ.


(R)

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები