Logo

თინა ბოკუჩავა - ამ კონკრეტულ ეტაპზე გვჭირდება ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა იდეის და არა ერთი პირის ირგვლივ

პოლიტიკა
141
Frontnews
თინა ბოკუჩავა - ამ კონკრეტულ ეტაპზე გვჭირდება ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა იდეის და არა ერთი პირის ირგვლივ

ამ შემთხვევაში მეტი აქცენტი და სწორი ხედვა, ყველასი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც უნდა იყოს ის, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე გვჭირდება ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა იდეის და არა ერთი პირის ირგვლივ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ისეთი ერთობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს.

"მე ასეთი განცდა მაქვს, რომ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ. ივანიშვილის ხედვა ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ერთი ერთში ემთხვევა პუტინის ხედვას და ეს არ არის შემდგარი, წარმატებული, ერთიანი სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი ღირსეული ადგილი ევროპელ სახელმწიფოთა შორის. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან დეტალიზებული გეგმა ჰქონდეს კრემლს დადებული ივანიშვილისთვის, როგორ შეაჩეროს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, არამედ რევერსირება - შეტრიალება. ყველას ესმის, რომ სრულიად სხვა ჭრილში გადავა ივანიშვილის რეჟიმი, თუ ტოტალურად აიკრძალება პარტიები.

რაც შეეხება ერთობას, თუ ვერ შევძელით გაერთიანება, მაშინ უნდა დავიჯეროთ, რომ ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია. ამის დასაჯერებლად არავინ ვართ მზად და ასე რომ იყოს, არავინ ვიქნებოდით იმ საქმით დაკავებული, რითაც ვართ, ამიტომ, უნდა გახდეს შესაძლებელი იმიტომ, რომ სხვაგვარად არანაირ პოლიტიკურ აქტივობას, არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას არ აქვს აზრი. მე ძალიან ვნანობ ხოლმე, რომ თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ უფრო გაჭრილად არ ვსაუბრობდი ამაზე. დახურულ შეხვედრებზე რამდენჯერ მითქვამს ჩემი მეგობრებისთვის, რომ თუ ახლა არ გავერთიანდით და არ ვიგუეთ ერთმანეთი, მოგვიწევს, რომ ერთმანეთი საკნებში ვიგუოთ, სამწუხაროდ, ზუსტად ასეა, ამის განჭვრეტა კი ძალიან მარტივი იყო.

თუ ჩვენ მართლაც გვჯერა, რომ რუსული ტიპის რეჟიმს ვებრძვით და შეიძლება პირდაპირ რუსეთის საცეცს ვებრძვით, რომელიც რუსულ გეგმას ამოქმედებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორ შეიძლება ადამიანები მესაუბრებოდნენ სამხედრო ტერმინებით 2024 წელს, როგორ უნდა დავშალოთ ფრონტი და სხვადასხვა ფორმით შევუტიოთ ბიძინა ივანიშვილს - აბსურდია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ისტორიაში არის ლიდერების დაბრუნების მაგალითი და შესაძლებელია, მის შემთხვევაშიც ასე მოხდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ის არ არის თავისუფალი, ამ შემთხვევაში მეტი აქცენტი და სწორი ხედვა, ყველასი, მათ შორის მისიც უნდა იყოს ის, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე გვჭირდება ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა იდეის და არა ერთი პირის ირგვლივ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები