თინა ბოკუჩავა - დაუშვებელია ქართველი ხალხის დასჯა ავტოკრატიული რეჟიმის ნაბიჯების გამო


ავტორი
Front News საქართველო
დაუშვებელია ქართველი ხალხის დასჯა ავტოკრატიული რეჟიმის ნაბიჯების გამო, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ. როდესაც სულ რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე კაია კალასს, სწორედ ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, დაუშვებელია ქართველი ხალხის დასჯა ავტოკრატიული რეჟიმის ნაბიჯების გამო, რომელმაც ქართველ ხალხს წაართვა არჩევანი, მიიტაცა ხელისუფლება და პრაქტიკულად. კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს