Logo

თინა ბოკუჩავა - ვერც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რეალურ ალტერნატივას და შემცვლელს ამ რეჟიმის ვერ ხედავენ ამ დაქსაქსულობის გამო

პოლიტიკა
287
Frontnews image description

ვერც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რეალურ ალტერნატივას და შემცვლელს ამ რეჟიმის ვერ ხედავენ ამ დაქსაქსულობის გამო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"ივანიშვილი თვლის, რომ რაც მეტ პოლიტპატიმარს შეიძენს, მისი სამომლაპარაკებლო მონეტები მაგიდასთან გაიზრდება, მაგრამ ამით კიდევ უფრო რთულ მოცემულობაში იგდებს თავს, რადგან დასავლეთი მას არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ადამიანების თავისუფლებით ივაჭროს.

ერთიანი ფრონტის არსებობის პირობებში, დასავლეთიდანაც გაცილებით უფრო სწრაფად ვიხილავთ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯებს იმიტომ, რომ ახლა ისევე როგორც ქართველი ხალხი, ვერც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რეალურ ალტერნატივას და შემცვლელს ამ რეჟიმის ვერ ხედავენ ამ დაქსაქსულობის გამო და ამიტომ, ეს უნდა აღმოვფხვრათ, პირველ რიგში, რომ ცვლილების მოტანა შევძლოთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

Advertisement