თინა ხიდაშელი - არც ირაკლი კობახიძეს, არც "რუსთავი 2"-ს და არც არავის, არ ვაპირებ, რამე ვაპატიო

ავტორი
Front News საქართველო
არც ირაკლი კობახიძეს, არც "რუსთავი 2"-ს და არც არავის, არ ვაპირებ, რამე ვაპატიო, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ადამიანს სამშობლოს მოღალატეს ეძახი, ეს არის დანაშაულის დაბრალება.
"არც ირაკლი კობახიძეს, არც "რუსთავი 2"-ს და არც არავის და აუცილებლად ვნახავ ყველა სიუჟეტს, რომლებიც ქართულ რუსულ არხებზე გაკეთდა ამ თემაზე, არ ვაპირებ, რამე ვაპატიო. მე მესმის, რომ სასამართლო ცირკად არის ქცეული და რაიმე განსაკუთრებულს კი არ ველი ქართული მართლმსაჯულებისგან, რომ სამართალს ვიპოვი, მაგრამ არა უშავს, ცოტა ხანი გავერთობი და მათაც შევაწუხებ იმიტომ, რომ თავად კობახიძემ უზრუნველყო ეს, ასე სამშობლოს მოღალატეს ძახილი შეუძლებელია.
დღეს როდესაც ადამიანს სამშობლოს მოღალატეს ეძახი, ეს არის დანაშაულის დაბრალება, რომელიც ან უნდა დაამტკიცო, ან ამისთვის ბოდიში მოიხადო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
"სამოქალაქო იდეის” ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, აღნიშნულთან დაკავშირებით კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს".
თაგები:
თინა ხიდაშელი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


