Logo

ტობიას კრამერი - "ქართული ოცნების" რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის უცნაურ რეჟიმზე გადავიდა 

პოლიტიკა
300
Frontnews
ტობიას კრამერი - "ქართული ოცნების" რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის უცნაურ რეჟიმზე გადავიდა 

უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს და ამიტომ უნდა გავისტუმროთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია - ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ ფურცლებზე, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.

“რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში უნდა იყოს მთავრობა, რომ საკუთარის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? რამდენად უნდა ეშინოდეს მას საკუთარი ხალხის, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები სცემოს, ჟურნალისტები დააპატიმროს და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური საშუალებები გამოიყენოს? სწორედ ამის მოწმეები ვართ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის უცნაურ რეჟიმზე გადავიდა - საგარეო ასპარეზზე - საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორებით და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებით, ხოლო ქვეყნის შიგნით - საბჭოთა ტიპის ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნის მცდელობით. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს: თავად ქართველებს აღარ სურთ, კვლავ საბჭოთა ადამიანებად იქცნენ. მათ არ სურთ, უბრალოდ თავი დახარონ და ხმა არ ამოიღონ.

უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს და ამიტომ უნდა გავისტუმროთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია - ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ ფურცლებზე, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია”, - განაცხადა ტობიას კრამერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები