
ავტორი
Front News საქართველო
სავარაუდოდ, იქნება იმ ფაქტების მოკლე შეჯამება, რომელიც საქალაქო სასამართლოში 9 თვეში განვითარდა, - ამის შესახებ ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლომ დღეს ორი საკითხი უნდა გადაწყვიტოს - დაუშვებს თუ არა მედიას სასამართლოში და ექნებათ თუ არა საკმარისი ადგილი გამოყოფილი პატიმრებს სასამართლოზე დასასწრებად.
"დღეს სასამართლოში შესავალ სიტყვებს ვიტყვით, როგორც დაცვის მხარე, ასევე პროკურატურა, ასე არის დაგეგმილი, სავარაუდოდ, იქნება მოკლე და იმ ფაქტების შეჯამება, რომელიც საქალაქო სასამართლოში 9 თვეში განვითარდა და ასევე, სასამართლომ უნდა თქვას მნიშვნელოვანი ორი გადაწყვეტილება, პირველი - მედიის საკითხი, თუ რამდენად ჰქონდა სასამართლოს კომუნიკაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და ასევე, "სინდისის პატიმრების" ბედი თავად სასამართლო პროცესზე - ანუ, დარჩებიან თუ არა ისინი ისევ მოკლე რამდენიმე კვადრატში და ექნებათ თუ არა მათ საშუალება, სრულყოფილად ჩაერთონ სასამართლო პროცესში", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თაგები:
თორნიკე მიგინეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს