Logo

თორნიკე მიგინეიშვილი - უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, შემდეგ უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

პოლიტიკა
127
Frontnews image description

უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, შემდეგ უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც ამ რეალობაში, როცა ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, ერთადერთი ეფექტური გზაა იმისთვის, რომ სიმართლე იპოვო, - ამის შესახებ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩანს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ფორმალურია.

"ის გადაწყვეტილება, რაც პირველ ინსტანციაში გვქონდა, სრულიად დაუსაბუთებელი და აბსურდული იყო. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ მოსამართლემ მხოლოდ განაჩენი გამოაცხადა და ელემენტარული, მინიმალური განმარტებაც არ გააკეთა, რატომ იზიარებს ის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობას. ეს კიდევ ერთხელ იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ფორმალურია.

ახლა რაც დაგვრჩა, სამართლებრივი პროცედურა, არის ის, რომ ამას ისევ იმიტომ, რომ პროცედურა ფორმალურად მოითხოვს, უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, შემდეგ უკვე - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც ამ რეალობაში, როცა ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, ერთადერთი ეფექტური გზაა იმისთვის, რომ სიმართლე იპოვო“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დატოვა და ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი ორწლიან პატიმრობაში დატოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები