Logo

თორნიკე ფაღავა - მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდება რადიკალური ოპოზიცია თუ დაიშლება, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის

პოლიტიკა
50
Frontnews image description

"9-წლიანი მმართველობის, 12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის  შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან. მათი ნებისმიერი  პოლიტიკური მისწრაფება იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.

მისივე თქმით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ უპრეცედენტო ერთობა აჩვენა.

"ეს იყო შთამბეჭდავი, ისტორიული დღეები, როცა ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, იხილა რომ ქართველი ხალხი ერთგულია რწმენის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციული ღირებულებების. ეს გახლდათ მკაფიო პასუხი იმ თავდასხმებსა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ აღვირახსნილ კამპანიაზე, რასაც საზოგადოება წლების განმავლობაში ხედავდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, -  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

როგორც თორნიკე ფაღავამ აღნიშნა, წლებია გრძელდება რადიკალური ოპოზიციის მტრული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი.

"რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, მაშინ როდესაც საქართველოს ევროპული მისწრაფების პრაქტიკული განმტკიცებისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიეღო ჩვენს ქვეყანას, რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიაში,  ოთახ-ოთახ დადიოდა  და საჯაროდ მოითხოვდა, რომ ქართულ სახელმწიფოს ეს სტატუსი არ მიეღო.

მაშინ, როდესაც ომის გეოგრაფიის გაფართოების რეალური საფრთხე არსებობდა, რაც დღემდე არსებობს, რადიკალური ოპოზიცია ღიად და საჯაროდ მოუწოდებდა ხელისუფლებას, ძველი, საბჭოთა შეიარაღება გადაგვეცა უკრაინისათვის, რაც დამანგრეველ, გამოუსწორებელ შედეგს მოუტანდა ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა ფაღავამ.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, რადიკალური ოპოზიცია ასევე უტიფრად აბრალებდა საქართველოს, რომ ქვეყანა არის ე.წ შავი ხვრელი და გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად,  მათ შორის, სულ ახლახან ყულევის პორტთან დაკავშირებით ავრცელებდა დეზინფორმაციას.

"ამ უტიფარი დეზინფორმაციული საერთაშორისო კამპანიის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო მადლობა პარტნიორებისგან სასანქციო პოლიტიკის განუხრელად დაცვისათვის.

დღეს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება უაღრესად დაძაბულია, ღიად და სისტემურად აწარმოებენ კამპანიას, თითქოს საქართველოში  ტერორისტების ე.წ სასწავლებელი ფუნქციონირებს. 

არ ვიცი, მართლაც ძალიან რთულია ამ ყველაფერს ერთი, კონკრეტული სახელი უწოდო - არის ეს უსამშობლობა, უცხო ქვეყნის აგენტობა თუ უბრალოდ მავნებლობა?! ალბათ სამივე ერთად“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები