თორნიკე რაზმაძე - ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს უბინძურესი პროპაგანდისტული კამპანია, რომელმაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის სახე მიიღო

ავტორი
Frontnews საქართველო
თავიდან დაიწყეს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოების გავრცელება "ქართული ოცნების" ტროლგვერდებით. უკვე ბოლო წუთებში დაიწყო ღია ჯგუფებში ჩემი ტელეფონის ნომრის დადება, როგორც ვითომდა ნარკორეალიზატორის , - ამის შესახებ აქტივისტმა თორნიკე რაზმაძემ განაცხადა.
"უკვე რამდენიმე დღეა, ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს უბინძურესი პროპაგანდისტული კამპანია, რომელმაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის სახე მიიღო. თავიდან დაიწყეს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოების გავრცელება "ქართული ოცნების" ტროლგვერდებით. გვერდი, რომელიც მუდმივად აზიარებდა ჩემს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს, იმ გვერდზე დაიდო ძველი ვიდეო ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის და ახლა ამტკიცებს პროპაგანდისტული საშუალებებით, რომ თითქოს, მე განვათავსე და თორნიკე რაზმაძესთან დაკავშირებულმა გვერდმა. დაკავშირებულს ეძახიან იმას, რომ ის გვერდი აზიარებდა ჩემს ვიდეოებს.
უკვე ბოლო წუთებში დაიწყო ღია ჯგუფებში ჩემი ტელეფონის ნომრის დადება, როგორც ვითომდა ნარკორეალიზატორის.
მარგარიტა სიმონიანისთვის გინების საქმის შემდეგ ძალიან გაბრაზდენენ ჩემზე, რომ ეს ამბავი ასე შეუტრიალდათ და საზოგადოებამ ასეთი რეაქცია აჩვენა და ეს არის სამაგიერო, რაც შეიძლება დასრულდეს ჩემი ანგარიშსწორებით, რაღაცის ჩადებით, ან მსგავსი ფორმით, ან, როგორც მინიმუმ, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე", - განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.
თაგები:
თორნიკე რაზმაძე




