Logo

ტყიბულში დაშავებული 65 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

Frontnews image description

ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

 

ექიმის ინფორმაციით, ვიტალი ტურძილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

 

დავით ჯანაშიას თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.

 

ტყიბულში, ღია კარიერული სამუშაოების დროს მიწის მასა გუშინ ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, მათგან ერთი, 45 წლის მამაკაცი 7-საათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

თაგები:

ტყიბული
Advertisement