Logo

ტყიბულში მეშახტეების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

საზოგადოება
915
Frontnews image description

ტყიბულში მეშახტეების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

ტყიბულის მერიის შენობის წინ გათავისუფლებულ მეშახტეებს მხარდაჭერას მოქალაქეები უცხადებენ.

მათ ადგილზე ბანერები აქვთ წარწერით – “დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას”.

აქციის მონაწილეების თქმით, მეშახტეები თავიანთი  პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

პროტესტს რეჟისორები და მსახიობები უერთდებიან.

გასული წლის დეკემბერში შახტიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. თავად გათავისუფლებული მოქალაქეების თქმით, მათზე პოლიტიკური ნიშნის ზეწოლას აქვს ადგილი.

თაგები:

ტყიბული
Advertisement