ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ


ავტორი
Front News საქართველო
ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების დროს ჩამოშლილი მიწის მასაში ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ადამიანი მაშველებთან კონტაქტზე გამოვიდა, მეორეს ხმა კი არ ისმის.
ადგილზე შეკრებილი არიან მიწის მასაში მოყოლილი ადამიანების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეშახტეები.
მათი თქმით, მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე ადამიანები იძულებული არიან, სიცოცხლის რისკის ფასად მსგავს სამუშაოებზე წავიდნენ.
ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების დროს მიწის მასა დღეს ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა.
თაგები:
ტყიბული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს