ტყიბულის სოფელ კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს

ავტორი
Front News საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტისა და ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მეწყრულ ზონაში დარჩენილი შინაური ცხოველები გამოიყვანეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველების გამოყვანა განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც იდენტიფიცირების პროცესშიც იყვნენ ჩართულნი.
ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟები ცხოველებს ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც, ზრუნვის პარალელურად, მეპატრონის სურვილის შემთხვევაში, მათ ჩაუტარდებათ ვეტერინარული მანიპულაციები. ცხოველები დაუბრუნდებიან პატრონებს.
თაგები:
ტყიბული




