Logo

"ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია" - ზელენსკი აბუ-დაბის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა

უკრაინა
29
Frontnews
"ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია" - ზელენსკი აბუ-დაბის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული დელეგაციისთვის აბუ-დაბიში რუსებთან მოლაპარაკებების წარმოება რთულია, - ამის შესახებ მან კოპენჰაგენის უნივერსიტეტში გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

პრეზიდენტს სთხოვეს, ესაუბრა აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ.

"ახლახან ვესაუბრე ჩვენს გუნდს აბუ-დაბიში. რუსებთან რთულია. ისინი, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი საუკეთესო მეგობრები არ არიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აბუ-დაბის მოლაპარაკებები ფოკუსირებულია ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის ტყვეების გაცვლაზე.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის Telegram-არხზე განმარტა, რომ რუსეთთან და აშშ-სთან მოლაპარაკებები აბუ-დაბიში კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო.

"მოვასწარით ჰუმანიტარული ნაბიჯების აუცილებლობისა და შესაძლო პარამეტრების განხილვა. ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია“, - აღნიშნა მან.

დღეს, 10 ნოემბერს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი განახლდა. სამი ქვეყნის მომლაპარაკებელი გუნდები აბუ-დაბიში შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე დასრულებულია.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა მოლაპარაკებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ უკრაინას სურს მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას და ასევე ელოდება პარტნიორებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები