ტრამპი - 17 მაისს ვიწვევთ ამერიკელებს, შეიკრიბონ ჩვენს ეროვნულ მოედანზე ლოცვისთვის

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში "რელიგია დაბრუნდა" და ქვეყანაში რწმენა კვლავ გაძლიერდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, წელს "ამერიკა 250“-ის ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში, 17 მაისს ეროვნულ მოედანზე ლოცვის დღე გაიმართება, რომლის დროსაც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები სალოცავად შეიკრიბებიან.
"დღეს, როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ, ბევრი ნიშანია იმისა, რომ რელიგია ბრუნდება, ის ძალიან ძლიერად ბრუნდება. თქვენ იცით, რომ თქვენი ეკლესიები ივსება. ორი წლის განმავლობაში ეს არ ხდებოდა. კოვიდმა ზიანი მიაყენა. დემოკრატები საშინლად მოგექცნენ.
სიამოვნებით გაცნობებთ, რომ 2026 წლის 17 მაისს, ჩვენ ვიწვევთ ამერიკელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიკრიბონ ჩვენს ეროვნულ მოედანზე ლოცვისთვის, მადლიერების გამოსახატავად… ჩვენ ხელახლა ვაკურთხებთ ამერიკას, როგორც ერთიან ერს ღმერთის ქვეშ… მე ყოველთვის ვამბობდი, რომ უბრალოდ ვერ გექნება დიდი ქვეყანა, თუ რელიგია არ გაქვს. რაღაცის უნდა გჯეროდეს”,- განაცხადა ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ალბათ სამოთხეში მოხვდება.
"მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ალბათ, უნდა მოვხვდე. მე არ ვარ იდეალური კანდიდატი, მაგრამ ბევრი სიკეთე გავაკეთე იდეალური ადამიანებისთვის, ეს ნამდვილად ასეა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი




