Logo

ტრამპი - ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია, დროა, მკვლელობები შეწყდეს

მსოფლიოუკრაინა
159
Frontnews
ტრამპი - ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია, დროა, მკვლელობები შეწყდეს

ვაგრძელებთ რუსეთსა და უკრაინას შორის კატასტროფული ომის დასრულების გზების ძიებას, შეთანხმებას იმაზე სწრაფად მივაღწევთ, ვიდრე ხალხს ჰგონია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ეს მოხდება, ვფიქრობ, იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია.

ვაგრძელებთ რუსეთსა და უკრაინას შორის კატასტროფული ომის დასრულების გზების ძიებას, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ყოველთვიურად ათასობით და ათასობით ადამიანს კლავს.

გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოვაწერე კონგრესის მიერ მიღებულ ახალ ძლიერ კანონს, რომელიც უზარმაზარ ახალ სატარიფო უფლებამოსილებებს მანიჭებს და თუ საჭირო გახდა, მომიწევს მათი გამოყენება. დროა, მკვლელობები შეწყდეს“,- განაცხადა ტრამპმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები