ტრამპი - ჩვენ შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს საერთო ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმასთან.
ამავდროულად, მან თეირანს ამერიკის წინააღმდეგ აგრესიის შესაძლო შედეგები შეახსენა.
"აშშ-ს არაფერი საერთო არ ჰქონია დღეს ღამით, ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა თქვენკენ გამოემართება, ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არ გინახავთ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!”,- წერს დონალდ ტრამპი.
თაგები:
დონალდ ტრამპი




